Fitch-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი BB დონეზე დატოვა

თიბისი კაპიტალმა რკინიგზის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საკრედიტო სააგენტო Fitch-მა რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემული რეიტიგნის მოლოდინი ნეგატიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, რკინიგზის რეიტინგი გაუარესდეს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 თვეში რკინიგზის ზარალმა 32.034 მლნ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოსთვის რკინიგზის“ ზარალიანობა სიახლეს არ წარმოადგენს გამომდინარე იქიდან, რომ ზარალი წინა წლებშიც სოლიდური იყო. 2020 წელს რკინიგზის ზარალმა 164.6 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს 5.581 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს 716,539 მლნ ლარი, 2017 წელს კი რკინიგზამ ჯამში 154 მლნ ლარი იზარალა.

ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. კომპანია შედგება სამი ბიზნესერთეულისგან: ინფრასტრუქტურა, სატვირთო და სამგზავრო.

ნოდარ სირბილაძე