Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1217 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1217 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1225 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 11 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1300 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6192 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.