Lufthansa-მ 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალი დააბრუნა

გერმანულმა უმსხვილესმა საავიციო კომპანიამ Lufthansa 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„Lufthansa-ს კაპიტალის ზრდის ფონზე ჩვენ შევძელით 1.5 მილაირდი ევროს ოდენობის ვალის დაბრუნება“, - აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ მისი კაპიტალის ზრდის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 2.1 მილიარდი ევრო შეადგინა, რამაც მას მისცა საშუალება სახელმწიფო ვალის ნაწილი დაეფარა. გარდა ამისა, როგორც Lufthansa-ში აღნიშნავენ, წლის ბოლომდე ავიაგადამყვანი კომპანია კიდევ 1 მილიარდი ოდენობის ვალს დაფარავს.

მიმდინარე წლის მაისში კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებდა 3 მილიარდი ევროს მოზიდვას მსხვილი ბანკებისგან სესხის აღების გზით, რათა დაეფარა სახელმწიფო ვალი.

ცნობისთვის, 2020 წლის 25 მაისს გერმანიის ხელისუფლებამ Lufthansa-სთან შეათანხმა დახმარების პირობები, რომელიც 9 მილაირდი ევროს დახმარებას ითვალისწინებდა, ერთი თვის შემდეგ კი მხარეები ამ პირობებზე შეთანხმდნენ.

კოკა კვირკველია