,,შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000-ზე მეტ მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი” - ბიძინა კულუმბეგოვი

ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებურ ზრდას, სოციალურ ქსელში ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. მისი თქმით, ცივილიზებული საზოგადოების არჩევანი ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტია, ჩვენი კი იმუნიტეტის ბუნებრივი გზით მიღწევა.

პოსტს ,,ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!

ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!

შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი

პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით!

გააკეთე არჩევანი სიცოცხლისთვის!“- წერს იმუნოლოგი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თამარ მუკბანიანი