ე.წ. ბუსტერ დოზისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა ექიმის ცნობა, ან ფორმა #100 უნდა წარადგინონ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. ბუსტერ დოზისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა ექიმის ცნობა, ან ფორმა #100 უნდა წარადგინონ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, 50 წელს ზემოთ პირს ცნობის წარდგენა არ სჭირდება.

„ე.წ. ბუსტერ დოზის შემთხვევაში აცრა შესაძლებელია ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშე და რეგისტრაციითაც, მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის სისტემა მომდევნო კვირას გაიმართება.

თუმცა, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს დასჭირდებათ, რომ ვაქცინაციისთვის წარმოადგინონ ექიმის ცნობა, ან ფორმა #100, რომელიც დაადასტურებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსს, ამის საფუძველზე მიიღებს ე.წ. ბუსტერ დოზას. 50 წელს ზემოთ პირს ცნობის წარდგენა არ სჭირდება და შეუძლია პირდაპირ დარეგისტრირდეს, ან რეგისტრაციის გარეშე მივიდეს“, - აღნიშნავს გაბუნია.