გამყრელიძე - ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 100% „დელტა“ შტამია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 100% „დელტა“ შტამია.

როგორც მან ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ცენტრი ახლა „მიუ“ შტამის სავარაუდო ფაქტებს იკვლევს.

„ვიკვლევთ „მიუ“ შტამის სავარაუდო ფაქტებს, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, გვინდა გამოვრიცხოთ, ხომ არ გვაქვს საქმე ახალ შტამთან, ამიტომ ვიკვლევთ. ჯერ „დელტაა“ ყველა. ყველა PCR კვლევით ამოდის „დელტა“ შტამი და ქვეყანაში, რაც ცირკულირებს, ჯერჯერობით, 100% „დელტა“ შტამია“, - განაცხადა გამყრელიძემ.