ავსტრიასა და საქართველოს ძალიან მჭიდრო, ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებს

ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დერ ბელენის ინფორმაციით, საქართველოში ავსტრიის საელჩო უფრო მაღალ სტატუსს მიიღებს და მას ექნება ამიერიდან სრული საკონსულო სპეციფიკა. ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ავსტრიას უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა განვითარების პერსპექტივა კიდევ არსებობს.

„ავსტრიასა და საქართველოს ახლოს მეგობრული ასევე, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კულტურული და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებს. დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულ დროს ხდება - 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აღიარა ავსტრიამ და მომავალ წელს 30 წლის იუბილე გვექნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საქართველოსა და ავსტრიას შორის. ავსტრიას და საქართველოს უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს, პირველ რიგში, მთები, როგორც ტიროლელი ვიტყვი ამას.

საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურიზმის მდგრადი განვითარება. მთელი ევროკავშირი ამ მიმართულებით მიდის და საქართველოც ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა იქნება ავსტრიის ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის. კოვიდის პანდემიის მძიმე დროს ჩვენ ვაგრძელებდით ურთიერთობას, ავსტრია ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს გადასცა ვაქცინები უსასყიდლოდ.

პანდემიის შემდეგ, საქართველომ ძალიან სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღმასვლა და 2021 წლის პირველ ნახევარში 12%-იანი ზრდა აჩვენა. ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს საქართველოში ავსტრიული ფირმებისთვის, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის დარგებში. იმისთვის, რომ ჩვენ განვავრცოთ ურთიერთობები ამ სფეროებში, დღეს ეკონომიკურ ფორუმში ქართულ და გერმანულ ფირმებს შორის მივიღებთ მონაწილეობას. ორმხრივი კომისიის სხდომა ეკონომიკის სამინისტროების, ასევე, დღეს შედგება, სალომე ზურაბიშვილის ვენაში ვიზიტის ფარგლებში.

სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველოსა და ავსტრიას საუნივერსიტეტო თანამშრომლობა და რეგიონული თანამშრომლობაც აკავშირებთ, ასევე, ლოკალურ დონეზე თანამშრომლობაც. ამ სფეროებშიც ჩვენ გვექნება წინსვლა და განვითარება. ასეთი თანამშრომლობები ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით, კულტურულ და საუნივერსიტეტო სფეროში. როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა,“- განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.