10$ ერთ ბარელ ნავთობში: საუდის არაბეთი ვა-ბანკზე მიდის

საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის, ალი ნაომის თქმით, ერთ ბარელ ნავთობში გადახდილი 10$ საკმაოდ ნორმალური ფასია.

ასეთი განცხადება გააკეთა მინისტრმა, ახალი წლის დადგომამდე 10 დღით ადრე, გამოცემა MEES-თან ინტერვიუს დროს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იქნება ნავთობის ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში, ალი ნაიმიმ განაცხადა, რომ: ”ეს დამოკიდებულია უკიდურეს ზღვარზე. ჩვენი უკიდურესი ზღვარი 10$-ია ერთ ბარელ ნავთობზე. ახლა ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ სიტუაციის შეფასება, თუმცა, 10-20 წლის შემდეგ შესაძლოა, ნავთობის ფასი სწორედ, ზემოთ ნახსენები, 10$ იყოს”.

ნაიმის განცხადება საკმაოდ საფუძვლიანია, იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საუდის არაბეთი უდაბნოში გაშენებულ ნამდვილ ოაზისად იქცა. რისი გაკეთება შეუძლია ამ დროს რუსეთს? განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკას 2015 წელს 200 მილიარდი დოლარის დანაკლისი ექნება, ხოლო რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი მხოლოდ სექტემბრამდე იქნება საკმარისი.