ილონ მასკი გერმანიაში ლუდის წარმოებას იწყებს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი გერმანიაში ლუდის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ მილიარდერმა Gigafactory Berlin-Brandenburg-ში გამოსვლისას განაცხადა.

ლუდის სახელწოდებაა GigaBier. ბოთლის დიზაინში კი Cybertruck-ის ინტერფეისის მონახაზს გამოიყენებენ.

Tesla-მ აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნის ოფისში განაცხადი სექტემბერში შეიტანა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასკმა განაცხადა, რომ ალკოჰოლური სასმელის გაყიდვის განზრახვა აქვს. ცოტა ხნის წინ მას საზოგადოებას ტეკილას უნიკალური ბოთლი შესთავაზა, რომელმაც უზარმაზარი წარმატება მოიპოვა და ყველა ბოთლი პირველივე დღეს გაიყიდა. ახლა მასკმა განაცხადა, რომ ასეთივე წარმატებული იქნება მის მიერ წარმოებული ლუდი, რომელიც ბერლინის მახლობლად, ტესლას გიგაფაბრიკაში დამზადდება.

ფაბრიკაში Tesla 10 000-მდე ადამიანის დაქირავებას გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ქარხნის მახლობლად საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფასაც გეგმავს. ლუდის გარდა, განიხილება რკინიგზის სადგურის მშენებლობა, რომელიც ქარხანას ქალაქთან დააკავშირებს.

თეონა რამაზაშვილი