წელს ქვეყანაში 14%-მდე ინფლაციაა მოსალოდნელი

წელს ქვეყანაში 14%-მდე ინფლაციაა მოსალოდნელი. ასეთია „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი.

„ლარის კურსის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში წელს სტაბილურობისა და მომდევნო წელს მცირედი გამყარების, ბრენტის მარკის ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასების დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნებისა და 2021-2022 წლებში მშპ-ს 10.5 და 6.0 პროცენტიანი ზრდის დაშვებით, ჩვენი პროგნოზი წელს 13.8, ხოლო მომდევნო წელს სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალი ინფლაციაა,“-აღნიშნულია კვლევაში.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, სექტემბერში, პირველად მიმდინარე წელს დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თვიურ ჭრილში.

„საკუთრივ, წლიურმა ინფლაციამ ჯერ კიდევ მაღალი, 12.3% შეადგინა, ხოლო თვე-თვეზე სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია უარყოფითი 2.5%-ით განისაზღვრა. მოლოდინების შესაბამისად, მაღალი სასაქონლო ფასებისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ლარის კურსმა მცირედი დროითი ჩამორჩენით ფასების ზრდა შეაჩერა,“- ვკითხულობთ ანგარიშში.

თაია არდოტელი