Facebook-ის გათიშვისგან გამოწვეული ზარალი ბიზნეს სექტორში და ვარაუდები, რომ გათიშვები მასობრივი გახდება

Facebook-ი შესაძლოა, კიდევ ბევრჯერ გაითიშოს, ეს კი სოციალურ ქსელში აქტიურ ბიზნესს, ვაჭრობას და კომუნიკაციას უდიდეს დარტყმას მიაყენებს. როგორც BBC წერს, ამაზე ექსპერტები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც რამდენიმე დღის წინ Facebook-ი 6 საათის განმავლობაში გათიშული იყოს.

ონლაინ პლატფორმის „Down detector”-ის მთავარი ტექნიკური დირექტორი ლუკ დერიქსი ამბობს, რომ სოციალური ქსელის პრობლემა მრავალ ვებ-გვერდსა და სერვისს უქმნის საფრთხეს: „სოციალური ქსელი ახლა გამოიყენება სხვადასხვა სერვისებსა და მოწყობილობებში შესასვლელად, ამიტომ, როცა სოციალურ ქსელს ექმნება პრობლემა, ეს სხვა სერვისებზეც აისახება“- ამბობს ლუკ დერიქსი.

„რაღაც იშლება, ჩვენ კი ყველანი ერთმანეთს ვუყურებთ და ვფიქრობთ, ახლა რა უნდა ვქნათ? როდესაც Facebook-ს აქვს პრობლება, ის უდიდეს გავლენას ქმნის სხვა ქსელებზე, ეს კი აისახება ეკონიმიკაზე, საზოგადოებასა და ურთიერთობებზე,“- აღნიშნავს დერიქსი.

ინტერნეტ მეცნიერი, პროფესორი ბილ ბუჩენანი ამბობს, რომ „ფეისბუქის“ სისტემა მოწყობილია ისე, რომ მისმა ერთმა ხარვეზმა შესაძლოა, ყველაფერი დააზიანოს. მისივე თქმით, ერთ-ერთი გამოსავალია „სიფრთხილე“. რაც უფრო მეტად გააკონტროლებენ ადამიანები საკუთარ მონაცემებს და მათი სწორად გამოყენების წესებს, ნაკლები იქნება ზარალიც.

„უნდა გავაუმჯობესოთ ის, თუ როგორ ვიყენებთ მონაცემებს - რაიმეს შესანახად თუ გასაზიარებლად, ან მომავალში უფრო მასიური გათიშვის საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდებით,“- ამბობს ბუჩანენი.

Forbes - ის შეფასებით, 6-საათიანი გათიშვის დროს, „ფეისბუქმა“ 66 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა - საიტზე განთავსებული რეკლამების შეჩერების გამო. „ამგვარი დანაკარგი სავარაუდოდ, უფროს აღმასრულებელს დააფიქრებს იმაზე, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს,“- ნათქვამია სტატიაში.

ქრისტინე კაპანაძე