კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ლატვიაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, არავაქცინირებულ პირებს კი სუპერმარკეტებში აეკრძალებათ

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ლატვიაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

Euronews-ის ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა ვირუსით დაინფიცირების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.

ამასთან, ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ლატვიაში ყველა საჯარო დაწესებულებაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს კი 15 ნოემბრიდან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ.

ლატვიის ხელისუფლება კომპანიების მოუწოდებს, თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ.

Euronews-ის ინფორმაციით, იმ ლატვიელებს, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან, ორშაბათიდან სუპერმარკეტებში შესვლა აეკრძალებათ. ლატვიაში დღეში კორონავირუსის 1 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვაქცინის ორივე დოზით ქვეყანაში მოსახლეობის 48%-ია აცრილი.