Apple ახალ MacBook Pro-ს 18 ოქტომბერს წარადგენს

კომპანია Apple 18 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე აპირებს წარმოადგინოს მისი ნოუთბუქის MacBook Pro-ს ახალი თაობა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, Apple ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად განაახლებს მოდელის დიზაინს. ამასთან, პირველად Intel-ის ჩიპების ნაცვლად მას ექნება საკუთარი წარმოების მიკროჩიპი.

ახალ ნოუთბუქს ექნება 14-16-დიუმიანი ეკრანი, დიზაინი იქნება შეცვლილი. დაბრუნდება HDMI-პორტი, რომლისგანაც Apple-მა მანამდე უარი თქვა, ასევე შეიცვლება მოდელის მართვის ფუნქცია თაჩპედის დახმარებით კლავიატურაზე.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ სმარტფონების, პლანშეტებისა და ჭკვიანი საათების ახალი ხაზი სექტემბერში წარადგინა.

კოკა კვირკველია