ლუკოილში საწვავის ფასები კიდევ შემცირდა

”ლუკოილში” საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები შემცირდა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს: სუპერი - 1.97 ლარი, პრემიუმ ავანგარდი - 1.89, ევრო რეგულარი - 1.74, ევრო დიზელი - 1.89, დიზელი კი - 1.74 ლარი ღირს.

კომპანიის ინფორმაციით, საწვავის ტალონით ან პლასტიკური ბარათით შეძენისას, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, ისარგებლებენ ფასდაკლების აქციით - მითითებულ ფასებს მინუს 10 თეთრი. აქცია ვრცელდება სამი ტიპის საწვავზე - სუპერზე, პრემიუმ ავანგარდსა და ევრო დიზელზე. მინიმალური შენაძენი - 100 ლიტრი.