Boeing-ის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ამერიკული კომპანია Boeing-ი მის კომპანიაში დასაქმებული ყველა თანამშრომლისგან მოითხოვს, ჩაიტარონ ვაქცინაციის სავალდებულო კურსი 8 დეკემბრამდე, როგორც ამას მოითხოვს ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრძანება ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულებისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია მოხდება ამერიკის ტერიტორიაზე სრულად. მიუხედავად ტექსასის შტატის გუბერნატორის გრეგ ებოტის განკარგულებისა, რომ ორგანიზაციებსა და კომპანიებს არ აქვთ უფლება შტატების ტერიტორიაზე მოთხოვონ თანამშრომლებს სავალდებულო ვაქცინაცია, Boeing-ის გადაწყვეტილება იქ დასაქმებულებსაც ეხებათ.

შეგახსენებთ, 9 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება ქვეყნის ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. ადმინისტრაციამ მოგვიანებით ის ჩაასწორა და დათქვა ახალი ვადები, შესაბამისად, 8 დეკემბრამდე ამერიკის ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულები ვალდებულნი არიან სრულად იყვნენ ვაქცინირებულნი.

კოკა კვირკველია