იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1-ლი სექტემბრიდან დღემდე, 298 სესხი გაიცა

იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1-ლი სექტემბრიდან დღემდე, 300-მდე (298) სესხი გაიცა.

„აწარმოე საქართველოდან“ ამბობენ, რომ დამტკიცებული ჯამური სესხის მოცულობა 33 319 585 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, პროგრამა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.