„გაზპრომი“ აფხაზეთის გაზიფიცირების საგზაო რუკაზე მუშაობს

„გაზპრომი“ აფხაზეთის გაზიფიცირების საგზაო რუკაზე მუშაობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„აფსნიპრესი“ ბჟანიას პრესსამსახურის ცნობას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შეხვედრაზე აფხაზეთის გაზმომარაგებისა და გაზიფიცირების საგზაო რუკის ტექნიკური საკითხები განიხილეს. დე ფაქტო მთავრობა და „გაზპრომი“ გენერალური სქემის მომავალ ხელშეკრულებაზე ერთმანეთთან პირობებს ათანხმებენ.

„გაზპრომ პრომგაზის“ გენერალური დირექტორი, ნიკოლაი სტორონსკი აცხადებს, რომ აფხაზებთან გენერალური სქემის შემუშავებაში დიდი პროგრესია. მის გარდა, რუსულ მხარეს წარმოადგენდა „გაზპრომ პრომგაზის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლაი ვარლამოვი, მთავარი ინჟინერი, იური კამისაროვი და „გაზპრომის“ წარმომადგენელი, ანტონ ბუბენოვი.

ამჟამად აფხაზეთში გაზის მიწოდება რუსეთიდან თხევადი გაზის სახით ხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ