„ამ მთავრობის ხელში ვაქცინაციით საზოგადოებრივ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ, ჯოგურს - კი. ჯოგური იმუნიტეტი მსხვერპლს ნიშნავს, უზარმაზარ მსხვერპლს - რიცხვის დაწერისაც კი მეშინია“

„ამ მთავრობის ხელში ვაქცინაციით საზოგადოებრივ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ არათუ ამ წელს, არამედ საერთოდ,“- ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სკოლები ონლაინ სწავლებაზე უნდა გადავიდეს. ჩემზე ნუ გაბრაზდებით - მთავრობაზე გაბრაზდით.

ამ მთავრობის ხელში ვაქცინაციით საზოგადოებრივ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ, ჯოგურს - კი. ჯოგური იმუნიტეტი მსხვერპლს ნიშნავს, უზარმაზარ მსხვერპლს (რიცხვის დაწერისაც კი მეშინია).

ამ მთავრობის ხელში ვაქცინაციით საზოგადოებრივ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ არათუ ამ წელს, არამედ საერთოდ. "წავიდა ის დრო, როდესაც უმცირესობა თავს ახვევდა თავის ნებას უმრავლესობას", გვითხრა ივანიშვილის "ნასტავნიკმა". უმრავლესობას კი აცრა არ უნდა. თავის დროზე არც მანქანაში ღვედის გაკეთება უნდოდა. რატომ არ უნდა? იმიტომ, რომ მთავრობამ არაფერი აუხსნა.

თავს გაუფრთხილდით ინდივიდუალურად: აიცერით, ატარეთ პირბადე,“-წერს ჭიაბერაშვილი.