Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1330 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1330 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1350 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 12 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1329 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6204 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.