ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 837 ადამიანი აიცრა - სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.0%

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 837 ადამიანი აიცრა. უფრო კონკრეტულად, გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით მხოლოდ 1 810 მოქალაქე აიცრა.

13 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %. სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.0%.