გიორგი კაკაურიძე - „საპარტნიორო ფონდი" ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და არც მომავალში უნდა დაფინანსდეს

წინააღმდეგი ვარ, „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან დაფინანსდეს, - ეს განცხადება პარლამენტში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ “ლელოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

კაკაურიძემ აქვე განმარტა, რომ„საპარტნიორო ფონდი" ბიუჯეტიდან არც ერთ წელს არ დაფინანსებულა.

„საპარტნიორო ფონდი" ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და არც მომავალში უნდა დაფინანსდეს“, - განაცხადა კაკაურიძემ დასმული შეკითხვის პასუხად.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრაქციის წევრებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გააცნო.