ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ ავსტრიაში

საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტი მცირედით გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან ავსტრიაში 1.106 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 1.061 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ავსტრიაში 27.388 მლნ აშშ დოლარის პროდუქტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 39.790 მლნ აშშ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რასაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით და ვყიდულობთ ავსტრიაში.

ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტზე გავიდა:

  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი (სისქით 6 მმ-ზე მეტი) -193.5 ათასი აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 157.1 ათასი აშშ დოლარი
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული -135.4 ათასი აშშ დოლარი
  • თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად - 95.46 ათასი აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 81.47 ათასი აშშ დოლარი
  • ამწე ტალები და ამწეები; ჯალამბრები და კაბესტანები; დომკრატები - 69.15 ათასი აშშ დოლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 36.17 ათასი აშშ დოლარი
  • ავტოსატვირთელები - 31.51 ათასი აშშ დოლარი
  • ინსტრუმენტი ხელის პნევმატური, ჰიდრავლიკური ან ჩადგმული ძრავით - 29.37 ათასი აშშ დოლარი
  • სპეციალური დანიშნულების მანქანები და მექანიკური მოწყობილობები - 23.59 ათასი აშშ დოლარი

ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ავსტრიიდან შემოიტანა:

  • წყლები, მინერალური და გაზიანის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 2,538 მლნ აშშ დოლარი
  • შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 1,562 მლნ აშშ დოლარი
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 1,422 მლნ აშშ დოლარი
  • ორთოპედიული სამარჯვები; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1,395 მლნ აშშ დოლარი
  • ალაოს ექსტრაქტი - 1,259 მლნ აშშ დოლარი
  • ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისგან - 1,104 მლნ აშშ დოლარი
  • ფარმაცევტული პროდუქცია - 992.93 ათასი აშშ დოლარი
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები- 838.95 ათასი აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 798.45 ათასი აშშ დოლარი
  • ხის სამშენებლო ნაწარმი - 620.23 ათასი აშშ დოლარი
  • ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეს არის საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ავსტრიაში.
ნინი ქეთელაური