Samsung-ის შემოსავლები თითქმის 2-ჯერ შემცირდა

კომპანია Samsung Electronics-ის შემოსავლები 2014 წლის ბოლო კვარტლის მიხედვით, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის, სამჯერ დაეცა და 37,44% შეადგინა.

კორპორაციის პროგნოზების მიხედვით, ამ პერიოდის ოპერაციული შემოსავლები 4,7 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. კომპანიის 2014 წლის ბოლო კვარტლის საბოლოო მონაცემები იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი. ექსპერტების თქმით, შემოსავლების შემცირების მიზეზი, ჩინეთში წარმოებული იაფიანი ელეტრონიკაა, რომელსაც სმარტფონების ბაზარზე ყველაზე დიდი ადგილი უკავია.

კერძოდ, დაეცა Galaxy-ის ტელეფონების გაყიდვის რიცხვი, რომელიც უფრო იაფიანმა სმარტფონებმა ჩაანაცვლეს. ანალიტიკოსების თქმით, ბოლო დროის განმავლობაში სმარტფონების ბაზარზე კონკურენცია განსაკუთრებით აზიის ბაზარზეა გაზრდილი. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ, რომელიც ჩინეთში ”სამსუნგის” კონკურენტად ითვლება, ორშაბათს განაცხადა, რომ 2014 წელს კომპანიის შემოსავლები 2-ჯერ გაიზარდა.