Honda-მ 11-ადგილიანი ბიზნეს-ჯეტის დიზაინი წარადგინა

კომპანია Honda Aircraft-მა ახალი ბიზნეს-ჯეტის შექმნის გეგმა წარმოადგინა, რომელიც აშშ-ს საჰაერო სივრცეში non-stop-ის რეჟიმში შეძლებს ფრენას. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თვითმფრინავი 11-ადგილიანი იქნება და ამ კატეგორიის სხვა თვითმფრინავებთან შედარებით, მისი საწვავის ეფექტიანობა 20%-ით არის გაუმჯობესებული.

Honda Aircraft იაპონური Honda Motor-ის შვილობილი კომპანიაა და ამჟამად 6-ადგილიან HondaJet-ებს აწარმოებს. კომპანიამ ახალი ბიზნეს-ჯეტის დიზაინი ლასვეგასში გამართულ საქმიანი ავიაციის ეროვნულ გამოფენაზე წარადგინა, რაც ბიზნეს-ჯეტების ინდუსტრიაში უმსხვილესი გამოფენაა.

„Honda-ს გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ საქმიან ავიაციაზე მოთხოვნა პანდემიამდელ დონეს მიზანსწრაფულად აღემატება. COVID-19-ის გამო, მდიდარი მგზავრებისთვის მცირეჯგუფიანი კერძო ფრენები, კომერციულ ფრენებთან შედარებით, უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელია,“ - წერს Reuters.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ