როგორ გამოიყურება პენტჰაუსი თბილისში, რომელიც 4 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, ორთაჭალაში იყიდება პენტჰაუსი, რომლის ღირებულება 4 073 000 ლარს (1 300 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბინის ფართობი 584 კვ.მ-ია. ამასთან, აქვს 6 ოთახი, აქედან 4 საძინებელია.

"იყიდება პენტჰაუსი კრწანისი რესორტ რეზიდენსის დასრულებულ პრემიუმ კლასის კომპლექსში, ულამაზესი ხედებით მთელ ქალაქზე, აუზზე და კრწანისის მთებზე. ბინა არის ნათელი, მაღალი ჭერით, თბო და ხმის იზოლაციით უზრუნველყოფილი, შენობა მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით. თავისუფლების მოედნიდან 5 წუთის სავალ მანძილზე. ირგვლივ კეთილმოწყობილი გამწვანებული სკვერი, აუზი 25/10 , ფიტნეს დარბაზი ბარი ლობი სტუმრებისათვის, საკონფერენციო დარბაზი, ჩოგბურთის მოედანი, სპორტული მოედნები, ველობილიკები, საცხენოსნო საჯინიბო მოედანი, კვადრო ტურები, 24 საათიანი დაცვა. კომპლექსს ემსახურება მენეჯერი, ტექნიკური ჯგუფი, კონსიერჟი და ა.შ. "- აღნიშნულია განცხადებაში.

0-c9f1d33e-8d93-4f84-9847-5935b405fa7b-1634124203.jpg

1-83d6f24b-4c36-44fd-bf4d-f0ea196398a4-1634124217.jpg

4-a0f12fe4-4beb-41f8-9bde-78a1ffd8a54f-1634124240.jpg

7-ba72c89f-0bcd-4bd6-83e3-9199c363b5ec-1634124265.jpg

8-28594d8f-de48-4a25-969d-ad28981ca52d-1634124277.jpg

10-6102ff55-1254-4777-863e-5764555db6e4-1634124291.jpg

18-c8a92ce0-f418-4d12-b54a-bb6f9c7d88ee-1634124304.jpg

4-a7478e43-a5da-4191-8eaf-44e89e3be063-1634124254.jpg

3-746dbc65-9306-4299-8e30-74c21dc7998b-1634124228.jpg

ნინი ქეთელაური