რას წარმოადგენს არაბული კომპანია, რომელიც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

სომხეთის შემდეგ არაბული Masdar-ი შესაძლოა, საქართველოშიც შემოვიდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კომპანიამ ქვეყანაში ინვესტირების სურვილი უკვე გამოთქვა.

„დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია „მასდარმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის განვითარების კუთხით ინვესტიციების განხორციელებაში. ეს ფონდი ცნობილია ჩვენს რეგიონში აქტიურობით და ასევე იმით, რომ მათ მიერ განვითარებული ახალი მზის ელექტროსადგურები ხასიათდება დაბალი ენერგოტარიფებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ თვალსაზრისით.

განსაკუთრებით ახლა, როცა ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად სწრაფი ტემპებით ვახორციელებთ ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რას წარმოადგენს “მასდარი“

„მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა. გასული ათწლეულის განმავლობაში, კომპანიამ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და მთელს მსოფლიოში სუფთა, განახლებადი ენერგიის, მდგრადი უძრავი ქონების და სუფთა ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით უამრავი პროექტი განახორციელა. „მასდარის“ მთავარი კონცეფციაა, განავითარონ დაბალი ნახშირბადის დაბალანსებულ ურბანული განვითარება და სუფთა ტექნოლოგიური ინოვაციები.

“ჩვენ ასევე ვაძლევთ მსოფლიო დონის ცოდნას და ინდუსტრიულ პლატფორმებს.“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ.

“მასდარის“ სათაო ოფისი აბუ-დაბიში მდებარეობს. „მასდარის“ ქალაქი არის ერთ -ერთი ყველაზე მდგრადი ურბანული ორგანიზაცია მსოფლიოში. ოფისთან განლაგებულია მწვანე ტექნოლოგიის, საცხოვრებელი ადგილების, რესტორნების, მაღაზიების და საზოგადოებრივი დასვენების ზონები.

“მასდარს“ ასევე აქვს მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც უახლესი ტექნოლოგიის შესახებ სტუდენტებისთვის ყველა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

“მასდარი“ საინვესტიციო კომპანია “მუბადალას“ ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელიც საჰაერო სივრცის, განახლებადი ენერგიის და ICT (AR&I) პლატფორმის ნაწილს მართავს. პლატფორმა აერთიანებს 25 საწარმოს, რომლებიც ძირითადად მსოფლიოში ცნობილი კომპანიებია. ისინი განვითარებად ინდუსტრიებს კურირებენ. „მასდარი“ იყენებს „მუბადალას“ მრავალფეროვან ბიზნეს პორტფელში, რათა დააჩქაროს განახლებადი ენერგიის მიღება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მასდართან“ ხელშეკრულება, 2025 წლისთვის პირველი ელექტროსადგურის ასაშენებლად სომხეთმა უკვე გააფორმა. 200 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური - "Ayg-1" მეზობელ ქვეყანაში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური იქნება. მასდარი პროექტში 174 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

კომპანია Masdar -ის გენერალური დირექტორი მოჰამედ ჯამილ ალ რამაჰია. რომელიიც 2006 წელს დაფუძნებულ კომპანიას 2011 წლიდან დღემდე მართავს.

„მასდარის“ თავმჯდომარე და გავლენიანი ფიგურა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი, აბუ -დაბის ეროვნული ნავთობკომპანიის (ADNOC Group) აღმასრულებელი დირექტორია და არაბთა გაერთიანებული საამიროების სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის ცვლილებისათვის, ქვეყანაში ალტერნატიული ენერგიისა და მდგრადი განვითარების მხარდამჭერი - სულთან აჰმედ ალ ჯაბერია.

„მასდარის“ შექმნასა და დაფუძნებაში ალ ჯაბერმა 2006 წელს მთავარი როლი შეასრულა. ის იყო კომპანიის თავმჯდომარე, ასევე აღმასრულებელი დირექტორი. მანამდე ალ ჯაბერი მუშაობდა პროექტებზე ენერგეტიკის, კომუნალურ და სხვა ინდუსტრიებში „მუბადალას“ განვითარების კომპანიაში.

დღეს „მუბადალას“ კაპიტალიზაცია 243 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს დაინტერესებას მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, სხვადასხვა სექტორში და აქტივების კლასებში.

აქედან პროექტების საერთო ღირებულება Masdar Clean Energy- ის პორტფელში 8.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. „მასდარის“ საინვესტიციო წილი 2.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მეგა კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 55000 დასაქმებული ჰყავს.

თეონა რამაზაშვილი