თამარ გაბუნია - სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს

არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე - ამაზე მიდის მუშაობა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების უფლებებს ეწინააღმდეგება.

„ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე. ამაზე მიდის მუშაობა. მწვანე საშვის თემა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აღიარებულია, ამდენად აქ არჩევანის უფლება აუცილებლად განიხილება - "პისიარ" ტესტირება ან ვაქცინაციის სტატუსი ან გადატანილი დაავადება, ამ მხრივ მუშაობა მიდის,"- განაცხადა გაბუნიამ.