TBC Capital: მსოფლიო სტაგფლაციის რისკის წინაშეა

თიბისი კაპიტალმა მსოფლიო ფინანსური ბაზრების განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო ანალიტიკოსები მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ფონზე მსოფლიოში სტაგფლაციის რისკს ხედავენ. სტაგფლაციის მიზეზი შესაძლოა, სანავთობო ბაზარზე ბარელი ნავთობის მაღალი ღირებულება გახდეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი შეფერხებულია.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სტაგფლაცია მსოფლიომ ჯერ კიდევ 1970 წელს გამოიარა, როდესაც ნავთობზე ფასები მაღალ ნიშნულზე იყო, ხოლო ეკონომიკა პირიქით, მცირდებოდა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, დღეს მსოფლიოში არსებული მდგომარეობა სწორედ 1970-იანი წლების მდგომარეობას ჰგავს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ტერმინი სტაგფლაცია ასახავს მდგომარეობას, როცა ქვეყანასა თუ მთლიანად მსოფლიოში ფასები სწრაფი ტემპით იზრდება, ხოლო ეკონომიკა მცირდება, რასაც შესაბამისად უმუშევრობის ზრდაც მოყვება. კლასიკურ შემთხვევაში ინფლაცია წარმოების ზრდა და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირება მოჰყვება, თუმცა სტაგფლაციის დროს ეს ყველაფერი პირიქით ხდება.

ნოდარ სირბილაძე