Microsoft-ი ჩინეთში LinkedIn-ს ხურავს

კომპანია Microsoft-ი ჩინეთში სოციალურ ქსელ LinkedIn-ს ხურავს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Microsoft-მა ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციებისა და წესების გამო მიიღო.

ამასთან, Microsoft-ში აცხადებენ, რომ LinkedIn-ს უახლოეს მომავალში პორტალ InJobs-ით ჩაანაცვლებენ თუმცა იქ საჯარო ჩანაწერების გაკეთება, ან პოსტებისა და სტატიების გაზიარება შესაძლებელი არ იქნება.

LinkedIn-ი ჩინეთში დაახლოებით 7 წელია მოქმედებს.