1-წლიანი საშეღავათო პერიოდი პრემიუმ კლასის ბინებზე ბაკურიანში

უპრეცედენტო აქცია „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის ბინებზე - შეძენისას მობინადრე ღირებულების 30%-ს შეიტანს, შემდეგ ისარგებლებს 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით და დარჩენილ 70%-ს ჩაბარებისას დაფარავს.

აღსანიშნავია, რომ დარჩენილი 70%-ის გადახდა პარტნიორი ბანკის გამარტივებული სასესხო პირობებითაც არის შესაძლებელი, რაც საოცნებო ბინას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტის პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც დასვენებისა და განტვირთვისთვის საჭირო ყველა სერვისს გააერთიანებს. ტერიტორია მოიცავს როგორც აპარტამენტებს, ისე 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რესტორანს, აუზს, სათამაშო მოედნებს, საბავშვო ზონებს, კერძო საპარკინგე ადგილს, სასეირნო და საპიკნიკე მონაკვეთებს და რაც მთავარია, 4 800 კვ/მ ფართობი სრულად მწვანე ეზოს დაეთმობა.

245916344-4514646671930855-8382425686280920999-n-1634280018.jpg

მობინადრეები აპარტამენტებს უმაღლესი ხარისხის რემონტით, „ლაბორატორია ჩემი სახლის“ პრემიუმ კლასის ავეჯითა და იტალიური სამზარეულოთი ჩაიბარებენ. ამასთან, კომპლექსის სტუმრებს აქ დახვდებათ ისეთი მრავალფეროვანი სერვისები, როგორიც არის, მაგალითად, სათხილამურო ტრასებამდე ტრანსფერის დაჯავშნა, კონსიერჟი და სხვა.

245857950-1196685660841161-1638024353949727150-n-1634280060.jpg

„ტერასა ჯგუფი“ აპარტამენტების მესაკუთრეებს სთავაზობს გაქირავების მომსახურებასაც, რაც ჩადებული ინვესტიციის უკუგებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

დასასვენებელი კომპლექსი ბაკურიანში 2022 წელს დასრულდება, მანამდე კი შესაძლებლობა გაქვთ გადახდის საუკეთესო პირობებით ისარგებლოთ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ „ტერასა ბაკურიანს“ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დეტალებს პირადად გააცნობენ.

terasaaa-1615542399-1634280748.jpg

(R)