Rolls-Royce-ში აცხადებენ, რომ ემისიებს 2030 წლისთვის შეამცირებენ

კომპანია Rolls-Royce შეუერთდა ენერგეტიკული კომპანია Shell-ის წინადადებას და ევროპული კორპორაცია Airbus ინიციატივას სამოქალაქო ავიაციისთვის ფრენების დროს ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირებასთან დაკაშირებით. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Evening Standard-ი წერს.

გეგმის თანახმად, კომპანიები აპირებენ 2030 წლისთვის 10%-მდე გაზარდონ ავიაციაში ეკოლოგიური საწვავის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ატმოსფეროში ემისიების გაფრქვევის მინიმიზებას. ამასთან, 2023 წლამდე Rolls-Royce იღებს ვალდებულებას მოდერნიზება ჩაუტაროს თვითმფრინავების უმეტესობაში დაყენებულ ტურბოვენტილატორული ძრავების Trent-ის მოდერნიზებას, იმისათვის, რომ შეძლოს ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მუშაობა.

გეგმის ნაწილია ასევე, საეტაპო გადასვლა ეკოლოგიურად უსაფრთხო საწვავზე (SAF). ძირითადში ის იწარმოება ბიომასის გადამუშავების შედეგად, რომელიც მათ შორის მიიღება მცენარეული და გადამუშავებული ზეთისგან, ცხოველური ცხიმებისგან, ასევე სოფლის მეურნეობის ნარგავების დამუშავებული ნარჩენებისგან. ამ ტიპის საწვავს აქვს დაბალი ნახშირორჯანგის კვალი.

ამასთან, SAF-ის გამოყენება ხელს უწყობს სასათბურე გაზების გაფქრვევის შემცირებას 80%-ით. ასევე შესაძლებელია მისი შერევა საავიაციო საწვავთან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ემისიებს.

„ფრენების შედეგად ატმოსფროში მავნე გამონაბოლქვის 2-3% ხვდება, თუმცა დეკარბონიზაციის შედეგად ეს წილიც შემცირდება’ - აცხდებენ კომპანიაში.

ამ დროისთვის ავიაციაში ეკოლოგიური საწვავის გამოყენების წილი მხოლოდ 0,05%-ია, გაეროს გეგმის თანახმად კი უკვე 2030 წლისთვის მსოფლიო ავიაციაში ეკო-საწვავის გამოყენება უნდა გაიზარდოს 10%-მდე.