კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მილიარდერების შეკრება მონაკოში ვერ შეაჩერა. Forbes-ი მსოფლიოს მთავარი იახტ შოუს გამორჩეულ წარმომადგენლებზე საუბრობს.
2021 წლის მონაკოს იახტ შოუ 22-25 სექტემბერს გაიმართა. ინდუსტრიის მთავარმა მოვლენამ მისი უდიდესი მოთამაშეები - გემთმშენებლობის წარმომადგენლები, ბროკერები, ოპერატორები და, რა თქმა უნდა, თავად იახტების ახლანდელი და მომავალი მფლობელები შეკრიბა.
კორონავირუსის გამო შოუზე წარდგენილი სუპერ იახტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი იყო. ადგილზე მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მქონე პირებს ჰქონდათ დასწრების საშუალება. პერსონალი კი სრულად ვაქცინირებული იყო.
”პანდემიამ გამოავლინა, რომ არ არსებობს თვითიზოლაციის უკეთესი საშუალება, ვიდრე იახტა,”- ამბობს itBoat- ის დამფუძნებელი ნიკიტა გორჩაკოვი.
SuperYacht Times-ის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ახალი იახტების მშენებლობისა და მეორადი ნავების მშენებლობის კონტრაქტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% -ით გაიზარდა.
იზრდება არა მხოლოდ გაყიდვები, არამედ ნავების გაქირავების გარიგებების რაოდენობაც: Reportlinker.com– ის კვლევის თანახმად, გლობალური იახტების ჩარტერული ბაზარი 2020 წელს 11.88 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, 2021 წელს კი 12.60 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
წარმოგიდგენთ შოუში წარმოდგენილი სუპერ იახტების გამორჩეულ ეგზემპლარებს:
გემთმშენებლობის ქარხანა: ბენეტი
სიგრძე: 108 მ
აშენების წელი: 2019 წ
3 367 ტონა
მომავალი მფლობელი: ჯეიმს პაკერი, Consolidated Press Holdings Limited– ის თანამფლობელი
Quantum Blue
გემთმშენებლობის ქარხანა: Lürssen
სიგრძე: 104 მეტრი
აგების წელი: 2014
4 341 ტონა
სავარაუდო მფლობელი: მაგნიტის დამფუძნებელი სერგეი გალიცკი
Kismet
გემთმშენებლობის ქარხანა: Lürssen
სიგრძე: 95,2 მ.
აგების წელი: 2014
2 978 ტონა
სავარაუდო მფლობელი: ამერიკული კომპანია Flex-N-Gate-ის დამფუძნებელი შაჰიდ ხანი.
Viva
გემთმშენებელი კომპანია: Feadship
სიგრძე: 94 მ.
აგების წელი: 2021
2 999 ტონა
სავარაუდო მფლობელი უცნობია.
Tatoosh
გემთმშენებელი კომპანია: Nobiskrug
სიგრძე: 92.42 მ.
აგების წელი: 2000
3 229 ტონა
სავარაუდო მფლობელი: კორპორაცია Microsoft -ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი.
Tranquility
კომპანია: Oceanco
სიგრძე: 91,5 მ
აგების წელი: 2014
მთლიანი ტონაჟი: 2 998 ტონა
სავარაუდო მფლობელი: Genting Group -ის თავმჯდომარე ტან შრი ლიმ კოკ ტაი
Bold
კომპანია: Silveryachts
სიგრძე: 85 მ.
აგების წელიწადი: 2019
1 504 ტონა
სავარაუდო მფლობელი უცნობია.
Tatiana
კომპანია: Bilgin yachts
სიგრძე: 80 მ
აგების წელი: 2020
1 689 ტონა
სავარაუდო მფლობელი: ინდოელი ბიზნესმენი საირუს მისტი.
Artefact
კომპანია: Nobiskrug
სიგრძე: 80 მ.
აგების წელი: 2020
2 999 ტონა
სავარაუდო მფლობელი: Research In Motion -ის დამფუძნებელი მაიკ ლაზარიდისი