ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 673 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 673 ადამიანი აიცრა. აღნიშნული ინფორმაცია stopcov.ge -ზე ვრცელდება.

ამასთან, ქვეყანაში ჯამში 1 906 882 აცრაა ჩატარებული.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი.