პირველად აპრილის შემდეგ ბიტკოინი 60 ათას დოლარზე მეტად ივაჭრება

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი მიმდინარე კვირას ზრდას განაგრძობს, გუშინდელი სავაჭრო სესიის განმავლობაში ამ ციფრული ვალუტის კურსმა პირველად 18 აპრილის შემდეგ 60 000 დოლარიანი ნიშნული გადალახა. აღნიშნულის შესახებ მოწმობს პორტალ Coindesk-ის მონაცემები.

ცნობისთვის, ბიტკოინი არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვეყნდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა, ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

კოკა კვირკველია