ბელგია აცხადებს, რომ აპირებს 2026 წლისთვის ჩრდილოეთის ზღვის მის ტერიტორიულ წყლებში შექმნას 5,5 ჰექტარის ფართობზე ქარის ელ-სადგურების კუნძული. აღნიშნული მას საშუალებას მისცემს გაასამმაგოს ქარის ენერგიის წილი და უარი თქვას ატომურ ელექტროსადგურზე. აღნიშნულის შესახებ პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა მწვანეთა პარტიიდან ტინა ვანდერსტრატენმა განაცხადა.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კუნძულის აშენება დაგეგმილია ბელგიის ნაპირებიდან 40 კმ-ში ჩრდილოეთის ზღვის შელფზე. მასზე გარდა ქარის სადგურებისა ასევე განლაგდება მზის პანელები, ენერგიის აკუმულირების სიმძლავრეები, ხმელეთზე ენერგიის გადამცემი სისტემები და ქარის სადგურების მართვის ცენტრი. ამ ქარის სადგურის ჯამურმა სიმძლავრემ 2,3 გგვტ უნდა შეადგინოს, რაც გახლავთ ბელგიაში მოქმედი ორიდან ერთ-ერთი ატომური სადგურის გამომუშავების ტოლფასი.
პროექტის ბიუჯეტი 500 მილიონი ევროა. ამ თანხის უმეტესობას კი ბელგია მიიღებს ევროკავშირის ფონდებისგან, ვინაიდან ის შედის ეკოლოგიურ პროექტში „ახალი თაობის ევროკავშირი“, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენისკენ და მწვანე პროექტების დაფინანსებისკენ.
ბელგიაში მოქმედებს 2025 წლისთვის ატომურ ენერგიაზე უარის თქმის გეგმა, რომელიც დღეისათვის ქვეყნის ენერგომომარაგების ნახევარს აკმაყოფილებს. ორი ატომური სადგურის ჩანაცვლებას კი ამ ევროპულ სამეფოში ალტერნატიული ენერგეტიკის ხარჯზე გეგმავენ.