Hugo Boss-ის კვარტალური შემოსავლები 6-ჯერ გაიზარდა

გერმანული მოდური ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის Hugo Boss AG-ის ფინანსური პროგნოზები 2021 წლისთვის გაუმჯობესებულია, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და მოგების ფონზე. როგორც ირკვევა მესამე კვარტალში კომპანიამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა.

ოფიციალური ინფორმაციით, Hugo Boss-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 85 მილიონი ევროა, მაშინ როცა გასულ წელს 15 მილიონი ევრო ჰქონდა. ხოლო 2019 წლის ივლის-სექტემბრის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.

კომპანიის შემოსავლები კი 40%-ით არის გაზრდილი 755 მილიონ ევრომდე, რაც პანდემიამდელ 2019 წლის მესამე კვარტალის შემოსავლებზე 7%-ით მეტია.

Hugo Boss-ის პროგნოზით, წელს სუფთა მოგება 175-200 მილიონის ფარგლებში დაფიქსირდება. ყოველივე ამის ფონზე კი ბრენდის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან დღემდე გაზრდილია 95,8%-ით 3,6 მილიარდ ევრომდე.

კოკა კვირკველია