გერმანული საავტომობილო კონცერნის Volkswagen-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მის მიერ წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვები გაორმაგებულია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება მიკროჩიპების დეფიციტი.
ოფიციალური ცნობით, ივლის-სექტემბერში VW-ის ელექტრომობილების გაყიდვები გაზრდილია 109%-ით 122,1 ათას ავტომობილამდე. ხოლო ელექტრომობილების გაყიდვების წილი კომპანიის საერთო გაყიდვებში გაზრდილია 6%-მდე. 2021 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში VW-ის ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა 138%-ით 293,1 ათას ერთეულამდე.
სულ კი, VW-ის გაყიდვები მესამე კვარტალში შემცირებულია 24,5%-ით 1,97 მილიონამდე, მიმდინარე წლის 9 თვეში კი გაზრდილია 6,9%-ით 6,94 მილიონამდე.
