თურქი სულთნების უმდიდრესი სასახლე, რომლის მხოლოდ ჭერისთვის 14 ტონა ოქროა გამოყენებული (+ფოტო)

თურქი სულთნების უმდიდრესი სასახლე, ყველას აღაფრთოვანებს სიდიადით და ფუფუნებით. სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეს „შინ“-ის ჟურნალისტი სტუმრობდა, რომელიც სასახლის შესახებ გვიამბობს.

დოლმაბაჰჩე არის თურქი სულთნების სასახლე, რომელიც აგებულია 1842-1853 წლებში, აბდულ-მეჯიდისთვის, რომელსაც აღარ მოსწონდა თოფქაფის შუასაუკუნეების სასახლის კომპლექსი და ბაროკოს სტილის სასახლე სურდა. სასახლის მშენებლობა ხუთი მილიონი ოსმალური ოქროს ფუნტი, დღევანდელი 35 ტონა ოქროს ექვივალენტი დაჯდა.

2-1634375771.jpg

თოთხმეტი ტონა ოქრო, ოქროს ფირფიტების სახით იქნა გამოყენებული სასახლის ჭერის მოვარაყებაში. დღემდე ის უდიდესი სასახლეა თურქეთში დარბაზების ფართობის მიხედვით.

1856 წლიდან მოყოლებული, 1924 წელს სახალიფოს გაუქმებამდე სასახლეში ექვსი სულთანი ცხოვრობდა. უკანასკნელი იმპერატორი, რომელიც აქ ცხოვრობდა იყო ხალიფა აბდულმეჯიდ ეფენდი. 1924 წლის 3 მარტს მიღებულმა კანონმა სასახლე ახალი რესპუბლიკის ეროვნულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. მუსტაფა ქემალ ათათურქი, თანამედროვე რესპუბლიკის დამაარსებელი, სასახლეს საზაფხულო საპრეზიდენტო რეზიდენციად იყენებდა. ათათურქმა აქ გაატარა მისი უკანასკნელი დღეები და აქ გარდაიცვალა 1938 წლის 10 ნოემბერს.

სასახლის ცენტრალურ დარბაზში დაკიდულია მსოფლიოს უდიდესი ბოჰემური ბროლის ჭაღი, რომელსაც 750 ნათურა აქვს და 4,5 ტონას იწონის. აღსანიშნავია, რომ დოლმაბაჰჩეს ბოჰემიური და ბაკარას ბროლის ჭაღების უდიდესი კოლექცია აქვს მსოფლიოში. მისი მთავარი ფოიეს კიბესაც ბაკარას ბროლის სახელურები აქვს. იქ ასევე ნახავთ მარმარილოს აბაზანებს და უძვირფასეს ჭურჭელს.

5-1634375816.jpg

განაგრძეთ კითხვა: