საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები იზრდება. ამის შესახeბ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 5%-ით მეტია. თუმცა, ქირის ფასი პირიქით შემცირებულია თითქმის 17%-ით.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაყიდვებიც გაზრდილია.
რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება იყიდება, შემდეგია: საბურთალო, დიდი დიღომი და გლდანი.
რაც შეეხება ფასს, საცხოვრებელი უძრავი ქონება თბილისში ყველაზე მაღალია - ვაკეში, მთაწმინდასა და საბურთალოზე. აღსანიშნავია, რომ ამ სამ რაიონში ფასები ახალაშენებულ საცხოვრებელზე უფრო მაღალია, ვიდრე ძველზე.