ლუქს-კლასის პროდუქციის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანიამ Chanel გლობალური მედიატენდერი დაასრულა და ახალი გამარჯვებული გამოაცხადა - ეს არის ამერიკული სარეკლამო-საკომუნიკაციო ჰოლდინგი Omnicom-ი. ამის შესახებ Campaign-ი წერს.
„რამდენიმეთვიანი კონკურსის შემდეგ ჩვენ ვადასტურებთ, რომ Omnicom-ი დავნიშნეთ ჩვენს ახალ გლობალურ მედიასააგენტოდ 2022 წლიდან“, - ციტირებს ბრენდის განცხადებას სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კომპანიას სარეკლამო მომსახურებას ბრიტანული WPP უწევდა.
რაც შეეხება თავად ტენდერს, მის შესახებ ზაფხულში გახდა ცნობილი და მას ორგანიზებას უწევდა კომპანია MediaSense.
გასული წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ფრანგულმა კომპანიამ 2020-ში სარეკლამო მოსამხურებაში 1,4 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც 23%-ით ნაკლები იყო პანდემიამდელ პერიოდზე.