3-წლიანი ვარდნის შემდეგ მსოფლიოში ბრილიანტის სამკაულების გაყიდვების ზრდას პროგნოზირებენ

2021 წელს ბრილიანტის სამკაულების გაყიდვების ბაზარი 89,4 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირებული ზრდაა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ზრდის დინამიკა 23%-ია, მაშინ როცა 2020 წელს 15%-იანი კლება იყო, ხოლო 2019 წელს ზრდა არ დაფიქსირებულა.

გამოცემის ინფორმაციით, 89,4 მილიარდი ეს არის მაქსიმალური მაჩვენებელი 2006 წლის შემდეგ. 2019 წელს ის 85,5 მილიარდი იყო, ხოლო 2020 წელს 72,7 მილიარდი. ამავე მასალაში წერია რომ ბრილიანტებით მორთულ სამკაულებს ყოველწლიურად 10-დან 40 მილიონამდე ადამიანი ყიდულობს საცალო ბაზარზე.

რეგიონალურად კი ბრილიანტის სამკაულების ასე ნაწილდება:

  • 55% - ჩრდილოეთ ამერიკა (ძირითადად აშშ)
  • 21% - აზია-წყნარი ოკეანის ბაზარი (ძირითადად ჩინეთი)
  • 8% - ევროპა
  • 5% - ინდოეთი

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრილიანტის ნაკეთობებზე მოთხოვნა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და 2023 წლამდე მისი წლიური ზრდა 2-3 პროცენტის ფარგლებში იქნება.

ამასთან, პრაქტიკულად უცვლელია თავად ძვირფასი ქვების მოპოვების მოცულობა, რომელიც წლიურ 120 მილიონ კარატს შეადგენს. ბრილიანტების წარმოების მაქსიმუმი 2017 წელს დაფიქსირდა 151 მლნ კარატის ოდენობით, მას შემდეგ კი წლიურად 5%-იანი კლება ფიქსირდება.

კოკა კვირკველია