სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრები გაიმართება.
ფორუმზე მონაწილე სლოვაკეთის ბიზნეს-დელეგაციას ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან მსხვილი სლოვაკური კომპანიები წარმოადგენენ.
ღონისძიება სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება.