Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1350 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1350 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1365 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 15 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1383 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6439 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.