საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 3-ჯერ აჭარბებს

საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 3-ჯერ აღემატება.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ორ კვარტალში ქვეყანაში განხორციელდა 366.4 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ფულადმა გზავნილებმა კი იანვარ-ივნისში 1 082 974 000 დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბერში კი გზავნილების მოცულობა ჯამში 1.706 მლრდ დოლარი იყო. მართალია, ინვესტიციების მესამე კვარტლის სტატისტიკა ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა გზავნილების ყოველთვიური ზრდის სტატისტიკას თუ შევხედავთ, გამორიცხულია, რომ FDI-მ ფულად გადმორიცხვებს წელსაც გადააჭარბოს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჯამურად თითქმის 1 მილიარდი დოლარით მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

ფულადი გზავნილები 2016-20 წლები:

  • 2016 წელი - 1.153 მლრდ დოლარი
  • 2017 წელი - 1.387 მლრდ დოლარი
  • 2018 წელი - 1.579 მლრდ დოლარი
  • 2019 წელი - 1.733 მლრდ დოლარი
  • 2020 წელი - 1.885 მლრდ დოლარი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2016-20 წლები:

  • 2016 წელი - 1.654 მლრდ დოლარი
  • 2017 წელი - 1.980 მლრდ დოლარი
  • 2018 წელი - 1.317 მლრდ დოლარი
  • 2019 წელი - 1.335 მლრდ დოლარი
  • 2020 წელი - 572 მლნ დოლარი