ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კავთისხევში იმყოფებოდა.

მინისტრი ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მოძრავი ამბულატორია სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

შიდა ქართლში, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც იმყოფებოდა.

ვაქცინაციის მარათონში 49 სოფელია ჩართული.