ჩინეთმა ბრინჯის მოსავლიანობის ზრდის ახალი რეკორდი დაამყარა

ჩინელმა აგრონომებმა მესამე თაობის ჰიბრიდული ბრინჯის მოსავლიაონობის გაზრდაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ Shenzhen Times-ი წერს.

როგორც მასალაშია აღნიშნული, ეს ჯიში გამოყვანილია სელექციონერ იუან ლუნპუნის გუნდის მიერ და მისი მოსავლიანობა, შეადგენს 1 603,9 კგ 1 მუ-ზე (ფართობის საზომი ერთეული ჩინეთში, რომელიც ტოლია 667 კვადრატული მეტრის). გასულ წელს ამავე ფართობზე მოსავლიანობამ 1 530,7 კგ შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ჩინეთს აქვს წამყვანი პოზიციები ბიოინჟინერიის და ბრინჯის წარმოებაში სელექციურ-გენეტიკური კვლევების მიმართულებით. ჯერ კიდევ 1973 წელს ჩინელმა სელექციონერმა იუან ლუნპინმა, რომელსაც „ჰიბრიდული ბრინჯის მამად“ მოიხსენიებენ, პირველმა გამოიყვანა ბრინჯის ჯიში, რომლის შედეგად მოხერხდა მოსავლიანობის გაზრდა 300-დან 500 კგ-მდე ერთ მუ-ზე. 2000 წელს გამოიყვანეს „სუპერბინჯი“, რომელიც 700 კგ მოსავალს იძლეოდა ამ ფართობზე. ამის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი ორჯერ არის გაზრდილი, რაც მიანიშნებს ჩინეთის ტექნოლოგიურ პროგრესზე ამ სფეროში.

აკადემიკოსი იუან ლუნპინი მიმდინარე წლის მაისში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კოკა კვირკველია