მიმდინარე წელს საქართველომ სლოვაკეთიდან 8.379 მლნ აშშ დოლარის იმპორტი განახორციელა. რაც შეეხება ექსპორტს, ამავე პერიოდში აღნიშნულ ქვეყანაში 383.2 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ სლოვაკეთში.
2021 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) სლოვაკეთიდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 1.145 მლნ აშშ დოლარი
- სამართებლები და მათი პირები - 923.8 ათასი აშშ დოლარი
- კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები, ნახშირბადიანი ფოლადის - 825.6 ათასი აშშ დოლარი
- სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები, ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი, ნებისმიერი მასალისაგან - 777.9 ათასი აშშ დოლარი
- აირის, სითხის ან ელექტროენერგიის მიწოდების ან წარმოების მრიცხველები - 514.7 ათასი აშშ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 355.6 ათასი აშშ დოლარი
- ცენტრალური გათბობის ქვაბები - 317.2 ათასი აშშ დოლარი
- აირგენერატორები ან გენერატორები წყალარინების გამწმენდი დანადგარებით, ან მათ გარეშე - 195.6 ათასი აშშ დოლარი
- იარაღი და ინვენტარი ფიზკულტურული საქმიანობისთვის - 175.4 ათასი აშშ დოლარი
- აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის - 170.7 ათასი აშშ დოლარი
2021 წლის 8 თვეში საქართველოდან სლოვაკეთში ექსპორტირებული პროდუქტები:
- თხილი და სხვა კაკალი - 230.3 ათასი აშშ დოლარი
- დასაკიდი და ჩასადგმელი საკეტები, არაძვირფასი ლითონებისგან - 73 ათასი აშშ დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 23.5 ათასი აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 22 ათასი აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 16,1 ათასი აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 15.8 ათასი აშშ დოლარი
- დასაკიდი და ჩასადგმელი საკეტები არაძვირფასი ლითონებისგან - 2.5 ათასი აშშ დოლარი
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, პანდემიურ 2020 წელს საქართველოში სლოვაკეთიდან 16.613 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების თითქმის 5%-ს შეადგენს. პანდემიურ 2020 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან მთლიანად 333.129 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
ცნობისთვის 17-18 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი და სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია ეწვია.