ქუთაისში "ვითიბი ბანკის" ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა

ქუთაისში "ვითიბი ბანკის" ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნა.

"ვი თი ბი ბანკის" ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი წერტილი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. მათივე ცნობით, აღნიშნულ საბანკო წერტილში, კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი.

"ვითიბი ბანკს" დღეს საქართველში 28 ფილიალი აქვს.