ევროკავშირმა 2021 წლის 10 თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ერთი მილიარდი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიტანა ექსპორტზე. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.
„მიღწეულია მნიშვნელოვანი თამასა COVID-19-ის ვაქცინების ექსპორტის კუთხით. ბოლო 10 თვის განმავლობაში ევროკავშირმა ექსპორტზე გაიტანა 1 მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა“, - განაცხადა მან.
ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი უახლოეს მომავალში 500 მილიონ დოზა ვაქცინას მიაწვდის მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს.
მედიის ცნობით, ვაქცინის მიმღები გახდა მსოფლიოს 150-მდე ქვეყანა, მათ შორის არიან იაპონია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, ბრაზილია და სხვები.