საერთაშორისო მოდის კვირეულებზე: Paris, Milan, Shanghai, London, Singapore 10 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
ქართული კომპანიები 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, და ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით მონაწილეობენ.
ქართველი დიზაინერების კოლექციები წარმოდგენილია მოცემულ სექტორში მსოფლიოს 5 წამყვან ქალაქში - პარიზში, მილანში, შანხაიში, ლონდონში, სინგაპურში.
„ საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმებს, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, ყოველწლიურად 100 000-მდე კომპანია, 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.